პრესრელიზი
19 ივნისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
nino@gotour.ge
ახალი მომსახურება "Go Tour"ისგან
ტურისტულმა კომპანია "Go Tour" -მა ბაზარზე VIP კლიენტებისთვის ახალი შეთავაზება სარდინიაზე დასვენების პაკეტი გამოიტანა. FORTE VILLAGE სარდინის ულამაზესი კურორტია, თავისი სანაპიროთი, სასტუმროებისა და რესტორნების დიდი არჩევანით.
კურორტზე არის 8 სხვადასხვა ტიპის სასტუმრო, 11 ბასეინი გამაჯანსაღებელი პროცედურების მისაღებად და სპორტული აკადემიები, სადაც დამსვენებელს პროფესიონალი მწვრთნელები მოემსახურებიან. ბავშვებისთვის სპეციალური კვება და გართობის პროგრამებია შემუშავებული.
FORTE VILLAGE -ში ერთკვირიანი პაკეტის ფასი 1,865 EUR-დან იწყება.
"Go Tour" -ი ტურისტულ ბაზარზე ახლადშექმნილი კომპანიაა. ფასდაკლებასთან ერთად კომპანია ერთგულ მომხმარებელს სპეციალურ ბონუს პროგრამას სთავაზობს, ნებისმიერი სერვისით 4-ჯერ სარგებლობის შემდეგ, კომპანია მე-5 პაკეტზე მომხმარებელს 50 ლარიანი ფასდაკლებას შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Go Tour მომხმარებელს სთავაზობს სრულ ტურისტულ მომსახურებას, როგორიცაა: შიდა ტურები, შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი, ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, სამოგზაურო დაზღვევა.
კომპანია თავისი ინოვაციური ხედვებითა და კლიენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ბაზრის 10-15%-იანი წილის დაკავებას გეგმავს.